უეფა უარყოფს - ევროტურნირების კვალიფიკაციის შემცირება ან გაუქმება არ იგეგმება
უეფა უარყოფს - ევროტურნირების კვალიფიკაციის შემცირება ან გაუქმება არ იგეგმება

უეფამ უარყო გავრცელებული ხმები 2020/21 წლების სეზონში ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საკვალიფიკაციო რაუნდების შესარჩევი რაუნდების შემცირების ან გაუქმების შესახებ – ინფორმაციას „თაიმსი“ (The Times) ავრცელებს.

„უეფაში არასოდეს უფიქრიათ, რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის ჩამოერთვათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ბუნებრივი უფლება. უეფა აკვირდება ვითარებას და მომდევნო სეზონში საკლუბო შეჯიბრებების შესარჩევი რაუნდის ფორმატზე მის შესაძლო გავლენას განიხილავს. თუმცა, ამ დროისთვის, ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებზე საკვალიფიკაციო ფორმატის რაიმე კონკრეტული ვარიანტი არ შემუშავებულა“, – აცხადებენ უეფაში.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, უეფა 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო და ძირითადი ტურნირების ფორმატებს შეცვლის – გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, საკვალიფიკაციო ტურნირები ან შემცირდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ტურნირზე ქართული გუნდების ნაწილი მაინც ვეღარ ითამაშებდა. საბედნიეროდ, უეფამ განმარტა, რომ ეს ვარიანტი არც განხილულა.