უეფა-ში ევროთასების დასრულების ალტერნატიული სცენარები დაასახელეს
უეფა-ში ევროთასების დასრულების ალტერნატიული სცენარები დაასახელეს

უეფა-ს ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის დირექტორმა ზორან ლაკოვიჩმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ევროთასებზე მიმდინარე სეზონის დასრულების რამდენიმე ალტერნატიული სცენარი მოამზადა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ევროპაში ჯანდაცვის სფეროს მდგომარეობას. გვაქვს რამდენიმე სცენარი, რათა გავაგრძელოთ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა.

ამჟამინდელი სცენარი, რომელიც ყველა ფედერაციასა და კლუბს გავაცანით, იმაში მდგომარეობს, რომ ტურნირები გაგრძელდეს აგვისტოში, ფინალები კი თვის ბოლოს გაიმართოს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პირველადი ვარიანტი არ შეიცვლება, მაგრამ რამდენიმე მზა ალტერნატივა გაგვაჩნია. მთავარი მიზანია – ეს სეზონი დასრულდეს“, – განაცხადა უეფა-ს წარმომადგენელმა.

ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა 1/8 ფინალის ეტაპზეა შეჩერებული.