უეფა-ში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT
უეფა-ში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT

2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას მაყურებლების თანდასწრებით აპირებენ.

უეფაში დარწმუნებულნი არიან, რომ გულშმატკივრებს დაუშვებენ თამაშზე, რომელიც 29 მაისს, სტამბოლში გაიმართება.

ამ მომენტისთვის ლაპარაკია ათათურქის ოლიმპიური სტადიონის ნაწილობრივ შევსებაზე. ამასთან, მაყურებლების დაბრუნება მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებზე ნაკლებად სავარაუდია.

მერვედფინალური ეტაპის რამდენიმე მატჩი ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა, მაგრამ უეფაში დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო სტადიებზე არ მოუწევთ მატჩების გადატანა.