უეფა-ს პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხილვა გადადო
უეფა-ს პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხილვა გადადო

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა წერილით მიმართა ევროპული კლუბების ხელმძღვანელებს, – წერს სააგენტო AP. სლოვენიელმა ჩინოვნიკმა გადადო ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხილვა.

უფრო ადრე, „იუვენტუსისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გააკრიტიკა ევროთასების ფორმატი და შესთავაზა ცვლილებები – კერძოდ, დივიზიონების სისტემის შემოღება.

წინა ინფორმაციის თანახმად, კლუბების ხელმძღვანელები ჩეფერინს 11 სექტემბერს შეხვედრას სთავაზობდნენ.