უეფა-ს პრეზიდენტი პორტუგალიაში კორონავირუსის გააქტიურებას გამოეხმაურა
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა კომენტარი გაუკეთა კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებს პორტუგალიაში. ლისაბონის ჩრდილოეთით, რამდენიმე ქალაქი კარანტინზე დაიხურება COVID-19-ის გამო, ასევე აკრძალავენ მასობრივი ღონისძიებების ჩატარებას. სწორედ ლისაბონში უნდა გაიმართოს აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პორტუგალიის პრემიერს, ანტონიო კოშტას მისი ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ, აგრეთვე იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ასრულებს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რათა უზრუნველყოს პორტუგალიაში წარმატებული ტურნირის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, დაინტერესებულ მხარეებს შორის მუდმივი თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ წარმატებით დავასრულებთ სეზონს ლისაბონში. არ არის გეგმა „ბ“-ს აუცილებლობა“, – განაცხადა ჩეფერინმა „დეილი მეილთან“ კომენტარში.
ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი უნდა დასრულდეს 12-23 აგვისტოს, „რვათა ფინალის“ ფორმატში. პლეიოფის წყვილებში გამარჯვებულები ერთმატჩიან ფორმატში გაირკვევა.