უეფა-ს პრეზიდენტი - მარტინესის ჟესტი ხელთათმანით ამაზრზენი იყო #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი - მარტინესის ჟესტი ხელთათმანით ამაზრზენი იყო #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინის ნაკრების მეკარის ემილიანო მარტინესის საქციელს ამაზრზენი უწოდა.

„მესის რაღაც უნდა ეთქვა მარტინესისთვის, რომ შეეწყვიტა ამის კეთება და პატივისცემა გამოეხატა. ბოლოს და ბოლოს, მესი ერთ გუნდში თამაშობს მბაპესთან.

მე ვერ მივხვდი, რატომ დასცინოდა მარტინესი მბაპეს, რას ნიშნავდა მისი თოჯინები და სხვა რაღაცეები. ეს არასპორტული საქციელია, ეს პრიმიტიულობაა და არ მომწონს.

ოქროს ხელთათმანით ჟესტი – ამაზრზენია. ასე არ იქცევიან. შენ მოიგე მსოფლიო ჩემპიონატი! მიჩვენე სიდიადე, დამანახე, რომ პრიმიტიული არ ხარ. შენ შეიძლება, იდეალური მეკარე იყო, მაგრამ თუ ცუდი ადამიანი ხარ…“ – განუცხადა ჩეფერინმა გაზეთ Marca-ს.