უეფა-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელი „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა იქნება.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ ბენზემა მოიგებს“, –  უთხრა ალექსანდერ ჩეფერინმა მადრიდული კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ El Chiringuito TV-ის ეთერში.

2021/2022 წლის სეზონში ქარიმ ბენზემას მართლაც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს – მან „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 44 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და რეალს შორის დღეს, პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართება.