უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა | „დინამო თბილისის“ აკადემია მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ შეხვდება #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა | „დინამო თბილისის“ აკადემია მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ შეხვდება #1TVSPORT

უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდის პირველი მეტოქე მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ იქნება. მონტენეგროს 19-წლამდელთა ლიგის ჩემპიონს „დინამო თბილისი“ 18 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 2 ოქტომბერს პოდგორიცაში გაიმართება.

„დინამოს“ მოთამაშეთა დიდი ნაწილი გუნდს, სავარაუდოდ, სლოვაკეთიდან შეუერთდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 5 სექტემბერს სლოვაკეთში გაემგზავრება და თანატოლთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ნაკრებში კი 10 დინამოელია გამოძახებული.

უეფა-ს ახლგაზრდული ლიგის ბოლო სეზონის გამარჯვებული პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ გახდა, რომელმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ფინალში „მილანი“ 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ახლგაზრდულ ლიგაზე უეფა-ს წევრი ყველა ქვეყნის გუნდი ითამაშებს. ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა და განხილვის შემდეგ უეფა-ს აღმასკომმა დაამტკიცა.