უეფა პანდემიისას დაზარალებულ კლუბებს 2 მილიარდი ევროთი დაეხმარება #1TVSPORT
უეფა პანდემიისას დაზარალებულ კლუბებს 2 მილიარდი ევროთი დაეხმარება #1TVSPORT

უეფა-მ Citibank-თან გარიგების შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანოს ორი მილიარდი ევრო გამოუყოს საფეხბურთო კლუბებს, რომლებმაც ფინანსური ზარალი განიცადეს კორონავირუსის პანდემიის შედეგად.

იტყობინებიან, რომ საბოლოო თანხა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. უეფა კლუბებისთვის ფულის გადახდას 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

როგორც უეფა-ს განცხადებაში წერია, ორგანიზაცია ასევე გეგმავს ტრანსფერების არსებული წესების გადახედვას, რათა კლუბებს საშუალებს ჰქონდეთ გაზარდონ თანხის გადახდის ვადები.