უეფა ორშაბათს რუსულ კლუბებსა და ნაკრებს გარიცხავს საკუთარი ტურნირებიდან #1TVSPORT
რუსულ კლუბებსა და რუსეთის ნაკრებს გააძევებენ უეფა-ს ეგიდით გასამართი ტურნირებიდან. ამის შესახებ დაწერა პოლონურმა ვებგვერდმა Meczyki-მ.
წყაროს ცნობით, ამგვარ გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებენ. რუსული ფეხბურთის წინააღდეგ სანქციების გამოტანას აქტიურად ითხოვდა უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი, ლეგენდარული პოლონელი ფებურთელი ზბიგნევ ბონეკი.
რუსეთს 2021-22 წლების სეზონის ევროთასებზე ერთადერთი წარმომადგენელი შემორჩა – ევროპის ლიგის მერვედფინალშია მოსკოვის „სპარტაკი“, რომელიც „ლაიპციგს“ უნდა შეხვდეს.