უეფა მომავალ კვირას გააგრძელებს რუსეთის გუნდების დისკვალიფიკაციას #1TVSPORT
უეფა მომავალ კვირას გააგრძელებს რუსეთის გუნდების დისკვალიფიკაციას #1TVSPORT

უეფა უახლოეს პერიოდში გეგმავს რუსული კლუბებისა და რუსეთის ნაკრების სტატუსის განხილვას, აგრეთვე საერთაშორისო ტურნირებში მათი მონაწილეობის საკითხზე მსჯელობას.

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას უკვე მომავალ კვირას მიიღებენ, – წერს რუსული პრესა უეფა-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

აღნიშნავენ, რომ უეფა არ აპირებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის გარიცხვას თავისი რიგებიდან.

„უეფა ჩქარობს მომავალი სეზონისთვის კალენდრის შედგენას, ამიტომაც აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება კლუბებისა და ნაკრების მოკვეთის შესახებ. ამ მომენტისთვის განიხილება ორი ვარიანტი: სრული სეზონით ტურნირებიდან ჩამოშორება ან დისკვალიფიკაციის გაგრძელება მომდევნო განხილვამდე. ეს ნიშნავს, რომ რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას მომავალ ევროთასებში, ხოლო ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოეთიშება უეფა-ს ეგიდით დასამართ ტურნირებს“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ და ფიფა-მ რუსული კლუბებისა და რუსეთის ნაკრების ყველა საერთაშორისო ტურნირიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღო.