უეფა-მ წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები გამოაცხადა #1TVSPORT
უეფა-მ წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები გამოაცხადა #1TVSPORT

უეფა-მ გამოაცხადა ნომინანტები 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პრიზისთვის იბრძოლებენ ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), სიმონე ინძაგი (ინტერი) და ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი).

გამარჯვებული გამოვლინდება 31 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.

ფინალისტთა სია გამოვლინდა ჟიურის ხმის მიცემით. მასში შედიოდნენ კლუბების მწვრთნელები, რომლებიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდნენ, უეფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებების მწვრთნელები, აგრეთვე ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციის (ESM) მიერ შერჩეული ჟურნალისტები.