უეფა-მ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო თანხები გააორმაგა #1TVSPORT
უეფა-მ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო თანხები გააორმაგა #1TVSPORT

უეფა-მ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, ქალთა შორის ევროპის 2022 ჩემპიონატის მონაწილეები გაორმაგებულ ჰონორარებს მიიღებენ. ტურნირი მომავალ წელს ინგლისში გაიმართება.

ევრო 2022-ის 16 მონაწილეს გამოუყოფენ 16 მილიონ ევროს, რაც ორჯერ აღემატება საპრიზო თანხას, რომელიც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს შორის განაწილდა.

გარდა ამისა, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა შემოიღო იმ კლუბების წახალისების პროგრამა, რომელთა მოთამაშეებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. ასეთი გუნდებისთვის 4.5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.