უეფა-მ გიორგი ქოჩორაშვილის ასისტი გამოარჩია #1TVSPORT
უეფა-მ გიორგი ქოჩორაშვილის ასისტი გამოარჩია #1TVSPORT

უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ხუთი საგოლე გადაცემა გამორჩია და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილის პასი მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი გადაცემით მასპინძლებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს.

ალმატისკაირატის“ კარი ფრანსისკო ტრინკაომ აიღო. ქოჩორაშვილმა საჯარიმოსთან თავდამსხმელს პასი ქუსლით, ეფექტურად მიაწოდა.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე შემდეგ შეხვედრას „სპორტინგი“ 1 ოქტომბერს გასვლაზე „ნაპოლისთან“ გამართავს.