უეფა-მ „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT
უეფა-მ „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT

უეფა სასპონსორო ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს რუსულ ენერგოგიგანტთან „გაზპრომთან“ და ამასთან დაკავშირებით, იურიდიულ კონსულტაციებს გადის, – ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“.

უეფა-სა და „გაზპრომს“ შორის გასული წლის მაისში გაგრძელდა ხელშეკრულება. მისი პირობებით, კომპანია ევროპის ორი ჩემპიონატის სპონსორი გახდა, აგრეთვე გაახანგრძლივა თანამშრომლობა ჩემპიონთა ლიგასთან 2024 წლის ბოლომდე.

არაოფიციალური ინფორმაციით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობას უეფა-სთვის წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი ევრო მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უეფა-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის გამო, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.