უეფა-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმ მსაჯების შესახებ, რომლებიც 2023-24 წლების ევროთასების ფინალებზე იმუშავებენ.
ჩემპიონთა ლიგა. დორტმუნდი-რეალი
მთავარი მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია), ასისტენტები: ტომაშ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი (სლოვენია), მე-4 მსაჯი: ფრანსუა ლეტექსიე (საფრანგეთი), სარეზერვო არბიტრი: სირილ მუნიე (საფრანგეთი), VAR: ნეიც კაიტაზოვიჩი (სლოვენია),VAR-ის ასისტენტი: რადე ობრენოვიჩი (სლოვენია), VAR-ის მხარდაჭერა: მასიმილიანო ირატი (იტალია).
ევროპის ლიგა. ლევერკუზენი-ატალანტა
მთავარი მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი), ასისტენტები: ვასილე მარინესკუ და მიხაი არტენე (რუმინეთი), მე-4 მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი), სარეზერვო არბიტრი: ბრანისლავ ჰანცკო (სლოვაკეთი), VAR: ტიაგო მარტინში (პორტუგალია),VAR-ის ასისტენტი: კრისტიან დინგერტი (გერმანია), VAR-ის მხარდაჭერა: მარკო ფრიცი (გერმანია).
კონფერენციის ლიგა. ოლიმპიაკოსი-ფიორენტინა
მთავარი მსაჯი: არტურ სოარეშ დიაში (პორტუგალია), ასისტენტები: პაულო სოარეში და პედრო რიბეირო (პორტუგალია), მე-4 მსაჯი: გლენ ნიუბერგი (შვედეთი), სარეზერვო არბიტრი: მაჰბოდ ბეიგი (შვედეთი), VAR: ტიაგო მარტინში (პორტუგალია),VAR-ის ასისტენტი: კრისტიან დინგერტი (გერმანია), VAR-ის მხარდაჭერა: მარკო ფრიცი (გერმანია).
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლონდონში 1 ივნისს გაიმართება, ევროპის ლიგის ფინალი – 22 მაისს დუბლინში, კონფერენციის ლიგის ფინალი – 29 მაისს ათენში.