ევროპის ლიგის 1/16 ფინალის წილისყრის წინ, უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ორ-ორი ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი შვედეთის “ესტერსუნდი“, დანიის “კოპენჰაგენი” და ესპანეთის “რეალ სოსიედადი“. ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირები კი არიან – “ზენიტის” ნახევარმცველი ემილიანო რიგონი და “მილანის” ფორვარდი ანდრე სილვა, რომლებმაც ექვს-ექვსი გოლი გაიტანეს.
სრულად ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
კეიტა (“ესტერსუნდი“), ლაინერი (“ზალცბურგი”), პაპაიანოპულოსი (“ესტერსუნდი“), ლიუფტნერი (“კოპენჰაგენი”), დე ლა ბელია (“სოსიედადი“), რიგონი (“ზენიტი”), კანალიესი (“სოსიედადი“), ფროილერი (“ატალანტა“), ვერბიჩი (“კოპენჰაგენი”), ადურისი (“ბილბაო”), ანდრე სილვა (“მილანი”).