უეფა-მ წარმოადგინა ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები. გუნდში ხუთი ნაკრების – იტალიის, ინგლისის, დანიის, ბელგიისა და ესპანეთის წარმომადგენლები მოხვდნენ.
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია);
მცველები – კაილ უოკერი (ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჰარი მაგუაირი (ინგლისი), ლეონარდო სპინაცოლა (იტალია);
ნახევარმცველები – პიერ-ემილ ჰოიბერგი (დანია), ჟორჟინიო (იტალია), პედრი (ესპანეთი);
ფორვარდები – ფედერიკო კიეზა (იტალია), რომელუ ლუკაკუ (ბელგია), რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი).