უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის თამაშების განრიგი შეცვალა
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის თამაშების განრიგი შეცვალა

უეფა-მ დაადასტურა ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგში ცვლილებები, რომელიც 2018-2019 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მომდევნო გათამაშებიდან მოყოლებული, მატჩები დაიწყება ცენტრალური ევროპის დროით 19:00 და 21:00 საათზე. 19:00 საათზე გაიმართება ორი შეხვედრა, 21:00 საათზე – დანარჩენი ექვსი.

უეფა-ს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში თბილისის დროით მატჩების დაწყების დროებია – 22:00 და 00:00, ხოლო, როცა ევროპაში ზაფხულის დრო იქნება, თამაშები 21:00 და 23:00 საათზე დაიწყება.