უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
ნაკრებში ყველა მოთამაშე სხვადასხვა გუნდიდან მოხვდა, ხოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელეს, რომელმაც „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: მატია პერინი („იუვენტუსი“)
მცველები: მიგელ გუტიერეზი („ჟირონა“), ისაკ იენი („ატალანტა“), ჯონ სტოუნსი („მანჩესტერ სიტი“), სტეფან რისტოვსკი („დინამო ზაგრები“)
ნახევარმცველები: ტიჯანი რეინდერსი („მილანი“), ნიკოლო ბარელა („ინტერი“), ტაკუმი მინამინო („მონაკო“)
თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“), რაფინია („ბარსელონა“), ჯონ დურანი („ასტონ ვილა“)