უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
უეფა-ს პრესსამსახურმა დაასახელა 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტები თითოეულ პოზიციაზე.
მეკარეები – ტიბო კურტუა (რეალი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ედუარ მენდი (ჩელსი);
მცველები – სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი);
ნახევარმცველები – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი);
ფორვარდები – ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ).
ამპლუების მიხედვით გამარჯვებულებს 26 აგვისტოს, სტამბოლში დაასახელებენ, როცა გაიმართება 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.