უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე მაყურებლის დაშვება  არ გამორიცხა
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე მაყურებლის დაშვება  არ გამორიცხა

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში განიხილავს გულშემატკივრების დაშვებას.

„ჩვენ ვაფასებთ სიტუაციას და ასე გაგრძელდება 9 ივლისამდე, შემდეგ კი გადავწვეტთ, შეიძლება თუ არა მაყურებლების თანდასწრებით თამაში. ამ თარიღისთვის გვექნება სამედიცინო პროტოკოლი, შემდეგ დღეს კი შედგება წილისყრა. ტურნირის ორგანიზება მაყურებლებთან ერთად, განსხვავდება მისი ორგანიზებისგან მაყურებლების გარეშე. ჩვენ არ შეგვიძლია გადავდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო შორეულ თარიღზე, რადგან აუცილებელია მატჩებისთვის მოვემზადოთ. მოქნილები უნდა ვიყოთ. ყოველდღე ვაფასებთ სიტუაციას პორტუგალიაში. ახლა, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია“, – თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ნაწილი 12-23 აგვისტოს ლისაბონში გაიმართება.