უეფამ 12 მარტს, შესაძლოა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩემპიონთა ლიგის სეზონი შეაჩეროს. ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ავრცელებს, მათ შორის, ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი მისცა „იუვენტუსის” მცველმა დანიელე რუგანიმ.
იტალიის სერია A-ს გათამაშება შეჩერებულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო. „იუვენტუსის” უახლოესი მატჩი უნდა იყოს 17 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „ლიონის” წინააღმდეგ. ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი შეხვედრა უკვე ჩატარდა ცარიელ სტადიონზე: პსჟ-„დორტმუნდი” და „ვალენსია”-„ატალანტა”.