უეფა გასვლითი გოლის წესის ნაწილობრივ გაუქმებას გეგმავს #1TVSPORT
უეფა გასვლითი გოლის წესის ნაწილობრივ გაუქმებას გეგმავს #1TVSPORT

უეფა 2021-22 წლების სეზონისთვის ევროტურნირებზე მნიშვნელოვანი ცვლილების მიღებას აპირებს. ლაპარაკია სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესზე.

ახალი რეგლამენტის თანახმად, მომდევნო სეზონიდან პლეი ოფის ორრაუნდიან დაპირისპირებებში სტუმარი გუნდებისთვის გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ძირითად დროში გატანილი გოლები. ასე რომ, ორი მატჩის ჯამში საყაიმო შედეგისას, დამატებით დროში გატანილი გოლი გასვლაზე მოთამაშე გუნდს უპირატესობას არ მისცემს.

ეს წინადადება უეფას კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს და ელოდებიან, რომ ამ წესს მხარს დაუჭერენ წამყვანი ევროპული კლუბები. ამასთან, გასვლითი გოლის წესის სრულად გაუქმებაზე უეფამ უარი განაცხადა.