უეფა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში დამატებითი დროის გაუქმებას განიხილავს #1TVSPORT
უეფა-ში აქტიურად განიხილავენ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში დამატებითი დროის გაუქმების საკითხს, რაც შეიძლება ახალი ნაბიჯი გახდეს სეზონში სათამაშო წუთების შემცირების გზაზე.
გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, ძირითადი დროის შემდეგ პირდაპირ პენალტების სერიებზე გადასვლის იდეა სულ უფრო სერიოზულად განიხილება, მაგრამ ამ წესის ცვლილება სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ციკლის შუაში, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა.
ფეხბურთელთა ზოგიერთი პროფკავშირი აქტიურად გამოდის დამატებითი დროის გაუქმების წინადადებით და ამტკიცებს, რომ ეს შეამცირებს დატვირთვას ფეხბურთელებზე. პლეი ოფის განმეორებით თამაშებში 30 დამატებითი წუთის გაუქმება ნაწილობრივ მოაგვარებს პრობლემას, რომელიც გადატვირთულ კალენდარს უკავშირდება.
ამ საკითხის კომენტირებისას უეფამ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის განხილვას არაფორმალური ხასიათი აქვს და ოფიციალური წინადადება ჯერ არ წამოუყენებიათ. ნებისმიერი ცვლილება უნდა დამტკიცდეს უეფა-ს აღმასკომზე.
ბოლოჯერ სერიოზული სიახლე ევროთასების რეგლამენტში 2021 წელს შეიტანეს, როცა გაუქმდა გასვლაზე გატანილი მეტი გოლის უპირატესობა.