უეფა არ აპირებს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლას იმის მიუხედავად, რომ თურქეთში რთული სიტუაციაა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, – წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.
გადამწყვეტი მატჩი სტამბოლში მაისის ბოლოს უნდა გაიმართოს. თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 აპრილს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა – 59 187 შემთხვევა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2021 წლის 29 მაისს, სტაბოლში ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო“, – წერია უეფას განცხადებაში.