უეფა ახალ საკლუბო ტურნირს ქმნის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მონაწილეობით, ევროპის სუპერთასზე ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჩემპიონები ითამაშებენ #1TVSPORT
უეფა ახალ საკლუბო ტურნირს ქმნის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მონაწილეობით, ევროპის სუპერთასზე ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჩემპიონები ითამაშებენ #1TVSPORT

უეფა-ს განზრახული აქვს ახალი ტურნირის შექმნა „ოთხთა ფინალის“ ფორმატში.

ტურნირის პირველად ჩატარება 2024 წლის ზაფხულში იგეგმება, შემდეგ კი ყოველწლიური გახდება, – იტყობინება გაზეთი „ეკიპი’.

ტურნირის ფორმატი მოიცავს ორ ნახევარფინალს, მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალს. ჩატარების ადგილი, დიდი ალბათობით, იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა ამ ქვეყანაში გაიზარდოს ჩემპიონთა ლიგის პოპულარობა, რომელიც 2024 წლიდან ფორმატს იცვლის. შესაბამისად, ოთხიდან ერთი მონაწილე იქნება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, დანარჩენი სამი გუნდის არჩევის პრინციპი უცნობია. როგორც ამბობენ, ესენი იქნებიან „ევროპის ძალიან წარმატებული გუნდები“.

ახალი ტურნირი შეიძლება გახდეს ევროპის სუპერთასის შეცვლის მიზეზი. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ნაცვლად, სუპერთასისთვის იბრძოლებენ ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჩემპიონები.

დატოვე კომენტარი