უეფა აგვისტოში სამ კვირაში აპირებს ჩემპიონთა ლიგის დასრულებას
უეფა აგვისტოში სამ კვირაში აპირებს ჩემპიონთა ლიგის დასრულებას

უეფას ხელმძღვანელობამ განსაზღვრა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც სურს აგვისტოში, სამი კვირის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშების დასრულება, – წერს გაზეთი „მირორი“.

თუმცა, ამგვარი გეგმის განსხორციელებლად უეფამ, შესაძლოა, მოითხოვოს შიდა ჩემპიონატების განახლება არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა. ამ მომენტისთვის, უეფას ძალისხმევა სწორედ შიდა ჩემპიონატების დასრულებისთვის დახმარების გაწევისკენაა მიმართული. ამის შემდეგ, აგვისტოში, შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულების გამოვლენა.