უნიკალურ და სენსაციურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისის ქალაქ ბირმინგემში მიმდინარეობს.
ახალი ისტორია დაწერეს კაცებს შორის 400 მეტრზე რბენაში მესამე წინასწარი გარბენის მონაწილეებმა.
თავდაპირველად, მსოფლიოს 2017 წლის ზაფხულის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი და წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ყატარელი აბდალელა ჰარუნი მოიხსნა ფალსტარტის გამო, ამის შემდეგ კი გარბენის დარჩენილი ოთხი მონაწილე – გრენადელი ბრელონ ტაპლინი, ლატვიელი აუსტრის კარპინსკისი და ბაჰამელი ალონსო რასელი სარბენი ბილიკებიდან გავიდნენ და მათაც დისკვალიფიკაცია მიიღეს. სხვათა შორის, ბრალონ ტაპლინი ამ სეზონის საუკეთესო დროის მფლობელია.
ეს არის პირველი შემთხვევა მძლეოსნობის ისტორიაში, როცა ერთი გარბენის ყველა მონაწილემ დისკვალიფიკაცია მიიღო.