უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი ივნისისთვის – დოლარი – 2.5972 ლარი, ევრო – 2.7733 ლარი, ფუნტი – 3.2122 ლარი

17:06, 31.05.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5972 ლარი ეღირება, ევრო – 2.7733 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2122 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5919 ლარი ღირდა, ევრო – 2.7824 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2204 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ივნისს ამოქმედდება.

მსგავსი