უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი ორი ივნისისთვის – დოლარი 2.6396 ლარი, ევრო – 2.8278 ლარი, ფუნტი – 3.2897 ლარი

19:02, 01.06.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ორი ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6396 ლარი ეღირება, ევრო – 2.8278 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2897 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5972 ლარი ღირდა, ევრო – 2.7733 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2122 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, ორ ივნისს ამოქმედდება.

მსგავსი