უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის – დოლარი – 3.2700 ლარი, ევრო – 3.9639 ლარი, ფუნტი – 4.3687 ლარი

17:13, 08.12.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2700 ლარი ეღირება, ევრო – 3.9639 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3687 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2910 ლარი ღირდა, ევრო – 3.9847 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3672 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 დეკემბერს ამოქმედდება.

მსგავსი