უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მაისისთვის – დოლარი – 2.7876 ლარი, ევრო – 3.1182, ფუნტი – 3.5338 

17:08, 28.05.2019

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7876 ლარი ეღირება, ევრო – 3.1182, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5338  ლარი.

დღეს, 28 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7811 ლარი ღირს, ევრო – 3.1129, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5275 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 მაისიდან შევა ძალაში.

მსგავსი