უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.9753, ევრო - 3.2770, ფუნტი - 3.8325
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9753 ლარი ეღირება, ევრო – 3.2770 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8325 ლარი.
დღეს, 25 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2.9749 ლარი ღირდა, ევრო – 3.2899 ლარი, ფუნტი – 3.8305 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 ნოემბერს შევა ძალაში.