უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 ივნისისთვის – დოლარი – 2.7270 ლარი, ევრო – 3.1287 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6632 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7270 ლარი ეღირება, ევრო – 3.1287 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6632 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7276 ლარი ღირდა, ევრო – 3.1373 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6686 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 ივნისს ამოქმედდება.