უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის – დოლარი – 2.7559 ლარი, ევრო – 3.0907, ფუნტი – 3.4702
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7559 ლარი ეღირება, ევრო – 3.0907, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4702 ლარი.
დღეს, 17 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7468 ლარი ღირს, ევრო – 3.0943, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4753 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 ივნისიდან შევა ძალაში.