უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 თებერვლისთვის - დოლარი - 2.6483 ლარი, ევრო - 2.8339 ლარი, ფუნტი - 3.3212 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6483 ლარი ეღირება, ევრო – 2.8339 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3212 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6517 ლარი ღირდა, ევრო – 2.8569 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3589 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 თებერვალს ამოქმედდება.