უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვის – დოლარი – 2.5229 ლარი, ევრო – 2.7795 ლარი, ფუნტი – 3.1554 ლარი

17:23, 13.04.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5229 ლარი ეღირება, ევრო – 2.7795 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1554 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ღირდა, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1374 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 აპრილს ამოქმედდება.

მსგავსი