უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 დეკემბრისთვის დოლარი - 2.7938 ლარი, ევრო - 2.9564 ლარი, ფუნტი - 3.5694 ლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7938 ლარი ეღირება, ევრო – 2.9564 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5694 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7753 ლარი ღირდა, ევრო – 2.9365 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5418 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 დეკემბერს ამოქმედდება.