უცხოური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში კაია კალასსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრა გადაიდო
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის ვაშინგტონში დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კალასისა და რუბიოს შეხვედრის გაუქმების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აშშ-ში იმყოფება.
ამასთან, როგორც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი იუწყება, კალასი შეხვდება პალატისა და სენატის წარმომადგენლებს და სიტყვით გამოვა ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალასი რუბიოსთან შეხვედრაზე გეგმავდა ევროკავშირისა და უკრაინის როლის განხილვას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
Just in: The expected meeting between High Representative Kaja Kallas and Secretary of State Marco Rubio has been cancelled, @euronews has learned.
Kallas is already in Washington. She will meet with representatives from Congress and Senate and speak at two different events.
— Jorge Liboreiro (@JorgeLiboreiro) February 26, 2025