უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა საბრას რაიონში მოხდა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.
არაბული მედია წერს, რომ ადგილზე რაკეტა ჩამოვარდა, რომლის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, თუმცა, თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რამდენიმე სხვა სახლიც დააზიანა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ალ-ახავაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ახლოს მომლოდინე, სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს.
არაბული მედიის თანახმად, გამთენიის შემდეგ ღაზაში, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა.