უცხოური გამოცემა - გაბრიელ სიგუა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ სტუმრად ჩატარებული მატჩის გმირმა, „დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ წარმატებული თამაშით Football Talent Scout-ის ყურადღება მიიქცია.
გამოცემამ, რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და აფასებს, ყურადღება საქართველოს ჩემპიონის 18 წლის ნახევარმცველის ბოლო თამაშებზე გაამახვილა და გაბრიელ სიგუა საქართველოს ერთ-ერთი უდიდეს ტალანტად დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ „ასტანასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში (1:1) ანგარიში სწორედ სიგუამ გაათანაბრა.
„გაბრიელ სიგუას მონაგარი „დინამო თბილისის“ ბოლო ორი თამაშში:
– ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ საქართველოს სუპერთასზე „დინამო თბილისის“ ერთადერთი გოლი სიგუამ გაიტანა, პლუს პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმაც ზუსტად შეასრულა;
– ასევე სიგუას ანგარიშზეა „დინამოს“ ერთადერთი გოლი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში.
გაბრიელ სიგუა 30 ივნისს 18 წლის გახდა, ის საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია“, – წერს გამოცემა.