უცხოელებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში ჩარევაში არიან ბრალდებული, აშშ-ის ვიზებს აღარ მისცემენ
უცხოელებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში ჩარევაში არიან ბრალდებული, აშშ-ის ვიზებს აღარ მისცემენ

აშშ-ის სენატმა საარჩევნო პროცესებში ჩარევაში ბრალდებული პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

როგორც გამოცემა „ჰილი“ იუწყება, კანონის მიხედვით, აღნიშნულ ქმედებებში შემჩნეულ პირებს აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ლინდსი გრემი და დიკ დარბინი.

დოკუმენტს, სახელწოდებით „მტრული რეჟიმის ტროლებისგან არჩევნების დაცვის შესხებ“, სენატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

„ამ კანონით ჩვენ მტრულ სახელმწიფოებს ვაფრთხილებთ, რომ აშშ არ დაუშვებს არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას“, – განაცხადა კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ლინდსი გრემმა.

კანონის მიხედვით, იმ უცხოელებს, რომლებიც საარჩევნო პროცესებში ჩარევაში არიან შემჩნეული, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზებს აღარ მისცემენ, ხოლო თუ ისინი მაინც მოახერხებენ შტატების ტერიტორიაზე შესვლას ან უკვე იმყოფებიან აშშ-ში, მათ დეპორტაცია დაემუქრებათ.