წყალტუბოს „
სამგურალი“ მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას უჩა
სოსიაშვილის გარეშე განაგრძობს. ახალგაზრდა სპეციალისტი დღეს, 14 აპრილს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა.
გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.
„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.
სამგურალის პრესსამსახური