ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა - ფანცულაიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა - ფანცულაიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მორიგ მატჩს გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენამ“ უმასპინძლა. ბათუმის „დინამომ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

მასპინძელთა შორის გადამწყვეტი როლი გიორგი ფანცულაიამ შეასრულა. მე-5 წუთზე მან ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე საჯარიმოში ფლანგიდან შეჭრილმა გიორგი ნიქაბაძესსამგურალის“ კარი მეორედ ააღებინა – 2:0

73-ე წუთზე წყალტუბოელებმა სხვაობის შემცირების რეალური შანსით ვერ ისარგებლეს – მეკარე ლაზარე კუპატაძემ კარის წინ მყოფი ორი შემტევის დარტყმა მოიგერია.

ბათუმელებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაამთავრეს. 88-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდიმსამგურალის“ შემტევი ირაკლი ლექვთაძის სწრაფი კონტრშეტევა წესის დარღვევით შეაჩერა. შედეგად, მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 2:0 მოიგო, 8 ტურში 18 ქულა დააგროვა და ლიდერ „დინამო თბილისს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო „სამგურალი“ კი 6 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

 


დინამო ბთ – სამგურალი 2:0


12.04. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“

გოლები: 1:0 ფანცულაია (5. ჯიღაურის პასით), 2:0 ნიქაბაძე (53. ფანცულაიას პასით)

დინამო ბათუმი: კუპატაძე – მამუჩაშვილი, მ. კობახიძე, აზაცკი, აზაროვიჯიღაური (90+4. ჩუკვურა), ტეიდი, ალთუნაშვილი, მანჯგალაძე (56. გროზურეკი) – ფანცულაია (56. შინდაგორიძე), ნიქაბაძე (72. მჭედლიძე)

სამგურალი: ქვილითაია – ასათიანი, ლ. ქურდაძე, ბურჯანაძე – ბანძელაძე, გილმორი, ტურე (46. ლექვთაძე), ფონიავა (62. ვერულიძე), კალანდარიშვილი (77. გაზდელიანი) – დოლიძე (62. დ. კირკიტაძე), კუხიანიძე (77. ბუხაიძე)

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილებები: ბანძელაძე (44), გილმორი (75), ტეიდი (79), ალთუნაშვილი (84)

გაძევება: ტეიდი (88. მეორე ყვითელი)