უბედური შემთხვევების თავიდან აცილება ზაფხულში – ზღვაზე და მთაში ბავშვთა დასვენების ძირითადი წესები

13:42, 06.07.2026
სან-ფრანცისკო, კალიფორნია – 4 ივლისი: ბავშვები ზღვის სანაპიროზე ერთობიან

სან-ფრანცისკო, კალიფორნია – 4 ივლისი: ბავშვები ზღვის სანაპიროზე ერთობიან

ზაფხული უკვე ძალაში შევიდა, მასთან ერთად კი ბავშვებისთვის ზღვაზე თუ მთაში დასვენების უზრუნველი პერიოდიც დადგა. თუმცა, ბავშვთა ტრამვების წინააღმდეგ ბრძოლის საბერძნეთის ასოციაცია შეგვახსენებს, რომ „ბავშვთა უბედური შემთხვევების უმეტესობა სწორედ ზაფხულში ხდება“. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „საფრთხეების ამოცნობა და მათგან თავის დაცვა ბავშვებს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა ვასწავლოთ“. ამასთან, განმარტავს, რომ უსაფრთხოება არ გულისხმობს ზედმეტ მზრუნველობას, რადგან „გადამეტებულმა ზრუნვამ (ჰიპერპროტექციამ) შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიღოს“.

ზღვაზე დასვენება

„როდესაც საქმე ზღვასა და ცურვას ეხება, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა სწორად ცურვა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლონ. ამასთან, პატარა ბავშვები წყალთან ახლოს მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა დავტოვოთ, თუნდაც მათ ცურვა იცოდნენ. არც ისეთ გასაბერ დამხმარე საშუალებებს უნდა ვენდოთ, როგორიცაა სამკლაურები და საცურაო რგოლები“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვები წყალში საცურაოდ ახლად ნაჭამები არ უნდა შევიდნენ. ცურვა ბოლო კვებიდან მხოლოდ, სულ მცირე, სამი საათის გასვლის შემდეგ არის რეკომენდებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აღელვებულ ზღვასა და იმ ადგილებში შესვლისას, სადაც ძლიერი დინებებია.

როდესაც ბავშვები საწყალოსნო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ და ნავებზე იმყოფებიან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ სერტიფიცირებული სამაშველო ჟილეტები ეცვათ და უსაფრთხოების წესებს იცავდნენ. „მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ არ გადახტნენ წყალში მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ სიღრმე უსაფრთხოა და მის ფსკერზე ქვის ლოდები, ქვები ან ზღვის ზღარბები არ არიან“, – გვაფრთხილებს ბავშვთა ტრამვების წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაცია.

ვინაიდან შუადღისას მზის სხივების ქვეშ ყოფნა საშიშია, მას თავი უნდა ავარიდოთ. ამასთან, ბავშვებს ყოველთვის უნდა ეხუროთ ქუდი, ეცვათ თეთრი მაისური და წასმული ჰქონდეთ მზისგან დამცავი კრემი. პლაჟზე ყოფნისას სასურველია ბევრი სითხის მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ დეჰიდრატაცია და მზის დარტყმის რისკი.

თუ ბავშვები თევზაობენ, მათ უნდა იცოდნენ აღჭურვილობის (წყალქვეშა თოფი, ანკესი, ტივტივა და ა.შ.) სწორად გამოყენება და შხამიანი თევზების ამოცნობა. უფროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც წყალქვეშა თევზაობით არიან დაკავებულნი, უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, ყოველთვის იყვნენ მიბმულები სპეციალურ ტივტივაზე, რათა გამვლელმა ნავებმა ისინი შეამჩნიონ, და ყოველთვის თან ახლდეთ ზრდასრული პირი.

მთაში დასვენება

„სამთო სპორტის სახეობებს მიკუთვნებული ყველა ღონისძიება, იქნება ეს ალპინიზმი, საფეხმავლო ტურიზმი თუ პარაშუტით ხტომა (თავისუფალი ვარდნა), უნდა ჩატარდეს ორგანიზებულ ჯგუფებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვითა და შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით“, – განმარტავს ასოციაცია თავის განცხადებაში.

კერძოდ, მნიშვნელოვანია შესაბამისად ჩაცმულობა: სათანადო ფეხსაცმელი და ქუდი ლაშქრობისთვის; უსაფრთხოების ჩაფხუტი და სათანადო ფეხსაცმელი ველოსიპედით სეირნობისას; სერტიფიცირებული სამაშველო ჟილეტები და ჩაფხუტი რაფტინგისთვის. გარდა ამისა, საჭიროა ბავშვებს ვასწავლოთ მოცემულ ტერიტორიაზე გავრცელებული შხამიანი მწერებისა და ქვეწარმავლების ამოცნობა და მათგან მომდინარე საფრთხეებისთვის თავის არიდება – არ უნდა იარონ მაღალ ბალახში და არ ჩაყონ ხელები ნაპრალებში ან ქვების ქვეშ, რადგან იქ შეიძლება გველები და შხამიანი მწერები ბუდობდნენ.

ცხოველები საშიშები ხდებიან, როდესაც ისინი საფრთხეს გრძნობენ ან იცავენ თავიანთ ნაშიერებს, საკვებს, საცხოვრებელ არეალს – ეს არის ის, რაც ბავშვებმა, ცხოველის სიყვარულთან ერთად, აუცილებლად უნდა ისწავლონ. მაგალითად, სოფლად ბავშვები შეიძლება შეხვდნენ ისეთ ცხოველებს, როგორიცაა, მაგალითად, მეცხვარე ძაღლები და ვირები, რომლებიც ადამიანებს არ არიან მიჩვეულები. უფროსებმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვებმა არ მოკრიფონ შხამიანი მცენარეები დასოკოები, იცოდნენ მათი ამოცნობა და მათთან შეხებისგან თავი შეიკავონ.

იქ, სადაც მდინარეები, ჭები, ცისტერნები და წყლის შესანახი სხვა ადგილებია, ბავშვებს უნდა ავუხსნათ მათგან მომდინარე საფრთხეები და მათ მახლობლად თამაში ავუკრძალოთ. „ბავშვები შორს უნდა იყვნენ ასანთისგან, ცეცხლისგან და პორტატული გაზქურებისგან (სანთურებისგან). მას შემდეგ, რაც დავწმუნდებით, რომ ისინი საკმარისად მოწიფულები და პასუხისმგებლიანები არიან, უნდა ვასწავლით ამ ნივთების სწორად გამოყენება“, – დასძენს ასოციაცია.

ხეებზე ასვლისას, ბავშვებმა უნდა შეარჩიონ ძლიერი ტოტებიის მქონე ისეთი მყარი ხეები, რომლებიც მათ წონას გაუძლებენ.

რაც შეეხება ზაფხულის ჭექა-ქუხილს, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არ დადგნენ ხეების ქვეშ ან ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს და არ იცურონ, როდესაც ელავს.

ზოგადი რჩევები

ზაფხულის მაღალი ტემპერატურის გამო, მაღალია საკვებით მოწამვლის რისკი. ასოციაცია მოგვიწოდებს, „ვასწავლოთ ბავშვებს, მოერიდონ დაძველებულ საკვებს, გამდნარ ნაყინს და იმ პროდუქტებს, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა გაუვიდათ. გარდა ამისა, არასდროს უნდა შევაბრუნოთ საყინულეში ის საკვები, რომელიც ერთხელ უკვე გალღვა.

მგზავრობისას, ბავშვები ყოველთვის უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ, მათი სიმაღლისა და წონის მიხედვით, და ეკეთოთ უსაფრთხოების ღვედი.

და ბოლოს – თუ სახლში, სადაც პატარა ბავშვები არიან, არის საცურაო აუზი, ის სათანადოდ უნდა იყოს შემოსაზღვრული.

 

სტატიის ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური (ERT News)

ფოტოს ავტორი: ჰეზერ დილი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 ივლისი 2026, 06:37 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი