უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

უაქციზო სიგარეტის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში, ერთ-ერთი გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული დათვალიერებისას, გამოვლინდა თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი.

„აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ამოღებისა და შემდგომი პროცედურები, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე 3531-ე მუხლის შესაბამისად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ ეტაპისთვის, დაკავებულია ორი მოქალაქე“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.