უახლოესი ერთი თვე გადამწყვეტი იქნება ანჩელოტისთვის #1TVSPORT
უახლოესი ერთი თვე გადამწყვეტი იქნება ანჩელოტისთვის #1TVSPORT

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მუშაობით.

უახლოესი თვე გადამწყვეტი იქნება 63 წლის სპეციალისტისთვის მადრიდულ კლუბში, – იტყობინება ESPN-ის ჟურნალისტი როდრიგო ფაესი.

ამ პერიოდში „რეალს“ ელოდება ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „ლივერპულის“ წინააღმდეგ (პირველი მატჩი – 5:2), აგრეთვე ორი მატჩი „ბარსელონასთან“ – ლა ლიგასა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში (პირველი მატჩი – 0:1).

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა იმედგაცრუებული დარჩა ანჩელოტის ტაქტიკით „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში.

ლა ლიგის გათამაშების ცხრილში „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 9 ქულით ჩამორჩება.