ევროპული ტოპ-კლუბები ახლოს არიან ჩემპიონთა ლიგის გაფართოების შესახებ შეთანხმებასთან, – წერს ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ოთხი დამატებითი მატჩით გაიზრდება, ამასთან, არ იტყობინებიან – ეს იქნება ჯგუფური ეტაპის თამაშები თუ გაჩნდება დამატებითი შერჩევითი რაუნდი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის გაფართოება უარყოფითად აისახება ინგლისის ჩემპიონატზე.
გასული წლის ზაფხულში დადიოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო ჩემპიონთა ლიგის ფორმატი, მაგრამ უეფა-მ ეს ხმები უარყო.