WBC-ის ქამრისთვის საჩემპიონო ბრძოლაში ბრიტანელი მოკრივე ტაისონ ფიური თანამემამულეს, დილიან უაიტს დაუპირისპირდა.
ტაისონ ფიურიმ ჩემპიონის ტიტული დაიცვა და უაიტი ნოკაუტით დაამარცხა. ცნობილი გახდა, თუ რა რაოდენობის ჰონორარი გამოიმუშავეს მძიმეწონოსანმა მოკრივეებმა – ტაისონ ფიურიმ 33,5 მილიონი დოლარი მიიღო, დილიან უაიტმა კი – 7,4 მილიონი.
გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუმარცხებელმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ეს ბოლო ბრძოლა იყო და რინგზე აღარ დაბრუნდება.